ავტორი:

"იმედისგამაცრუებელი სიგნალები გერმანიიდან..." - რას ამბობს კულება?

"იმედისგამაცრუებელი სიგნალები გერმანიიდან..." - რას ამბობს კულება?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანია გააკრიტიკა. დმიტრო კულებას თქმით, ვერ ხვდება, რატომ არ აწვდიდა გერმანია ოფიციალურ კიევს "ლეოპარდის" ტიპის ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტს - "მარდერებს".

"იმედისგამაცრუებელი სიგნალები გერმანიიდან, მაშინ როცა უკრაინას ხალხის გასათავისუფლებლად და გენოციდისგან გადასარჩენად ახლა “ლეოპარდები” და "მარდერები" სჭირდება.

არც ერთი რაციონალური არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება - მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და ბოდიშები", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.