საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოსთან "საეჭვო არაფერი“ აღმოჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუს" უწყებაში განუცხადეს, გამნაღველებმა ადგილზე საჭირო სამუშაოები ჩაატარეს.
"112-ში შემოსული ზარის საფუძველზე გამნაღველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები. არ აღამოჩნდა საეჭვო არაფერი“,- აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“.