ავტორი:

"ჩვენთვის გასაკვირი არ არის... თუ ვინმეს გაუკვირდა კონტრშეტევაში უკრაინის წარმატება, ეს რუსები იყვნენ" - პენტაგონის პრესმდივანი

"ჩვენთვის გასაკვირი არ არის... თუ ვინმეს გაუკვირდა კონტრშეტევაში უკრაინის წარმატება, ეს რუსები იყვნენ" - პენტაგონის პრესმდივანი

რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაში უკრაინის წარმატება მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს არ გაკვირვებიათ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

”ვფიქრობ, თუ ვინმეს გაუკვირდა, იმ შეტყობინებებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ ვნახეთ რუსეთის სამხედროების რეაქციის თვალსაზრისით, ეს ალბათ, რუსები იყვნენ,” - აღნიშნა მან.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე დაინახა უკრაინელების შესანიშნავი ადაპტირებისა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების უნარი.

"რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს შესანიშნავი ადაპტაციის უნარი და თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები ეფექტიანად გამოყენების უნარი. ასე რომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე სწრაფად წავიდნენ წინ“, - აღნიშნა გენერალმა.