ავტორი:

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... - მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულს ინანიებს, მაგრამ... -  მარკ დეივიდ ჩეპმენს პირობით გათავისუფლებაზე უკვე მეთორმეტედ უთხრეს უარი

ჯონ ლენონის მკვლელ მარკ დეივიდ ჩეპმენს, უკვე მეთორმეტედ უთხრეს პირობით გათავისუფლებაზე უარი. ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგრამ 20 -წლიანი ვადის მოხდის შემდეგ მას პირობითი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მიეცა. მარკ ჩეპმენი, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ითხოვს პირობით გათავისუფლებას. დეპარტამენტს ჩეპმენის გათავისუფლების თაობაზე გამართული მოსმენის ჩანაწერი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

1980 წლის 8 დეკემბერს, მარკ ჩეპმენმა ლენონს 38-კალიბრიანი იარაღით ხუთჯერ ესროლა. ლეგენდარულ მომღერალს ზურგის არეში 4 ტყვია მოხვდა. მანამდე კი, რამდენიმე საათით ადრე, ჩეპმენმა, "ბითლზების“ წევრს ალბომზე ხელმოწერაც სთხოვა.

ჩეპმენმა, დაკითხვაზე თქვა, რომ ჯონ ლენონის მკვლელობის გადაწყვეტილებას დეპრესიას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირებს, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა. მან ჩადენილი დანაშული 1981 წლის ივნისში აღიარა.

ლენონის ცოლი, იოკო ონო დიდი ხანია ეწინააღმდეგებდა ჩეპმენის გათავისუფლებას და საბჭოს წერილებს უგზავნიდა თხოვნით, უარი ეთქვათ მკვლელის გათავისუფლებაზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მარკ ჩეპმენი სინანულს გამოხატავდა მომღერლის მკვლელობის გამო. 2018 წელს, როდესაც მას მეათედ უთხრეს გათავისუფლებაზე უარი, მარკმა საბჭოს უთხრა, რომ რაც მეტი წელი გადიოდა, მით უფრო მეტად რცხვენოდა თავისი საქციელის.

"ჩადენილის გამო ძალიან ვწუხვარ“, - განუცხადა მან საბჭოს 2018 წელს. იმ პრიოდის კორექტირების ოფიციალურმა პირებმა გათავისუფლებაზე უარყოფითი პასუხი იმით დაასაბუთეს, რომ ლენონის მკვლელობა ჩეპმენმა მხოლოდ სახელის დასამკვიდრებლად ჩაიდინა და მისი ციხიდან გაშვება საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნიდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა