ავტორი:

რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა

რომანი ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდს შორის: ჭორები და ერთობლივი ფოტოები - ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც მსახიობი ხვდებოდა

ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდელ ჯიჯი ჰადიდის სასიყვარულო ურთიერთობაზე ხმების გავრცელების კვალდაკვალ, უკვე მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა. როგორც ირკვევა, ისინი ნიუ იორკის მოდის კვირეულის შემდგომ წვეულებაზე ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ. ფოტოებში, რომელიც Daily Mail-მა გაავრცელა, 47 წლის დიკაპრიო ყურში ეჩურჩულება ჰადიდს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჰადიდი და დიკაპრიო წვეულბაზე მყოფი სხვა სტუმრებისგან განცალკევებით ისხდნენ. წყარო ყვება: "ლეო თავის მამაკაც მეგობრებთან ერთად იყო, ჯიჯი კი მოდელ მეგობრებთან და ყველანი ერთ მაგიდასთან ისხდნენ“.

ჯიჯი ჰადიდისა და დიკაპრიოს დაახლოების ამბავი ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან როგორც ცნობილია, დიკაპრიო მხოლოდ 25 წელზე უმცროსი ასაკის ქალებს ხვდება. გარდა იმისა, რომ ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისაც ლეონარდო დიკაპრიო ხვდებოდა, ის ერთადერთია, რომელიც უკვე დედაა. ჯიჯის ჯგუფ “One Direction”-ის ყოფილი წევრისგან, ზეინ მალიკისგან 2 წლის გოგონა ჰყავს.

მათი ურთიერთობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. იმჟამად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო ჰადიდით იყო დაინტერესებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კამილა მორონესთან დაშორებიდან მალევე, დიკაპრიო-ჰადიდის წყვილი კლუბში ერთადაც ნახეს.

ჯიჯი ჰადიდი

დიკაპრიო და მორონე 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ, ზუსტად მაშინ, როცა კამილას 25 წელი შეუსრულდა. იმის მიუხედავად, რომ მათი დაშორების მიზეზი უცნობია, დიკაპრიო მალევე ინტრნეტის მიმად იქცა და მისი გემოვნების შესახებ "ემის" დაჯილდოებაზეც კი იხუმრეს. "ტიტანიკს" წელს 25 წელი უსრულდება და ვასკვნი, რომ ლეონარდო დიკაპრიოს მასში ყოფნა აღარ ენდომება“,- წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი. მეორე მომხმარებელი კი ხუმრობს: "იქნებ ლეონარდო დიკაპრიო უბრალოდ ცუდად გრძნობს თავს იმ ქალების გამო, ვისაც 25 წლამდე მანქანის ქირაობა არ შეუძლიათ და სინამდვილეში ძალიან კარგი კაცია. ოდესმე გიფიქრიათ ამაზე?“

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა