ავტორი:

ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე

ცხოვრება მეფესავით - NBA-ის ვარსკვლავის ოჯახი და ზღაპრული სასახლე

ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმზი ფანებს საშუალებას აძლევს ნახონ, როგორია, ცხოვრება მეფესავით. "ლეიკერსის" ვარსკვლავმა და მისმა მეუღლემ, სავანა ჯეიმზმა ლოს ანჯელესის სასახლის კარი Vanity Fair-ისთვის გააღეს. კალათბურთელის ოჯახური პორტრეტი პირველად სწორედ ამ ტაბლოიდში დაიბეჭდა. ფოტოებში ლებრონი მეუღლესა და 3 შვილთან ერთად პოზირებს. კალათბურთელს 2 ვაჟი - 17 წლის ბრონი და 15 წლის ბრაისი და ერთი 7 წლის ქალიშვილი - ჟური ჰყავს.

ჯეიმზებს სასახლის გარეთ მდიდრული საცურაო აუზი აქვთ, რომელიც მარმარილოს დეტალებითაა გაწყობილი. (ჯეიმზი თავის ორ ვაჟთან ერთად)

როგორც ტაბლოიდი წერს, ჯეიმზების ოჯახს კალათბურთის დიდი სიყვარული აერთიანებს. ლებრონ ჯეიმზის უფროსი ვაჟი, ბრონი, რომელიც წელს 18 წლის ხდება, თავისი სკოლის საკალათბურთო გუნდში მცველია და მას ყველა წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს. "მისთვის ახლა ის დროა, თავისი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს“,- ამბობს სავანა. ბრონის უმცროს ძმაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა მისი მშობლები ამტკიცებენ, რომ ისიც შესანიშნავი კალათბურთის მოთამაშეა.

ლებრონ ჯეიმზმა, რომელიც უკვე მეოცე სეზონია NBA-ში თამაშობს, გაამხილა, რომ სურს თავის უფროს ვაჟთან ერთად ითამაშოს. წინა თვეს მიცემულ ინტრვიუში კი, ლებრონმა ისიც არ გამორიცხა, რომ მომავალში, შესაძლოა, ორივე ვაჟთან ერთად ითამაშოს საყვარელი სპორტი.

"ვინმე იფიქრებს, რომ როცა ლებრონი მამაშენია, ავტომატურად ხდება ეს, არადა, ისე არ არის, რომ ჩვენ ვაიძულეთ ან რამენაირად ვუბიძგეთ, რომ ამ სპორტით დაკავებულიყვნენ. ეს თავისთავად მოხდა“ ,- ამბობს სავანა შვილებზე.

რაც შეეხება ლებრონის უმცროს გოგონას, ჟურის, როგორც დედა ახასიათებს, ის "ოჯახის კრეატიული დირექტორია“. პატარა გოგონას ცხობა, იოგა და ხატვა უყვარს. ჯეიმზების ოჯახი ჟურის პრესისა და მაყურებლებისგან მალავდა და პირველად ის 2016 წელს გამოაჩინეს, როცა ლებრონმა ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელს დაქორწინებული წყვილი ერთად პოზირებს თავიანთ სპორტულ მანქანასთან.

წყარო:nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა