ავტორი:

მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

მრავალმილიარდიანი გლოვა და კორონაცია - რა უჯდება დიდ ბრიტანეთს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება და ჩარლზის გამეფება

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლონდონს მილიარდობით ფუნტის გადახდა მოუწევს ყველა იმ აქტივობისთვის, რომელიც დაკრძალვასთან, ეროვნულ გლოვასთან და ჩარლზ III-ის გამეფებასთან არის დაკავშირებული. ასევე საჭირო იქნება ბევრი ნივთის ჩანაცვლება ელისაბედის სიმბოლოებით, მაგალითად, ბანკნოტებისა და მონეტების.

  • რა დაჯდება დაკრძალვა

დედოფალი ელისაბედ II შოტლანდიის ბალმორალის ციხესიმაგრეში შუადღით გარდაიცვალა, თუმცა ექიმები ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას დილიდან აკვირდებოდნენ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

ტელეარხმა Sky News-ი, ექსპერტების უახლეს შეფასებებზე დაყრდნობით, დედოფლის გლოვის ღონისძიებების, დაკრძალვისა და პროტოკოლის პროცედურების პირდაპირი ხარჯები შეაფასა და ეს რიცხვი დაახლოებით 12 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოვიდა. ჩარლ მესამის შემდგომი კორონაციისთვის დაახლოებით ერთი ამდენი თანხა კიდევ საჭირო გახდება.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, პრინცესა დაიანას დაკრძალვაზე, დაახლოებით, 10 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, უფრო მეტიც, The Insider-მა ის ყველაზე ძვირადღირებული დაკრძალვების ათეულში შეიყვანა.

მაგრამ 12 მილიარდი ფუნტი შეიძლება არც ისე მაღალი რიცხვი ყოფილიყო იმასთან შედარებით, რისი გადახდაც ქვეყანას ელისაბედ II-თან დაკავშირებული ყველა სიმბოლოს შესაცვლელად მოუწევს:

საუბარია ე.წ. სამეფო შიფრზე - მმართველი მონარქის ასო მონოგრამაზე. ის, ფაქტობრივად, ყველგან გვხვდება: თანამშრომელთა ფორმაზე, ტრადიციულ პოლიციის ჩაფხუტებზე, სატელეფონო ჯიხურებზე, საფოსტო ყუთებზე, მოქალაქეთა პასპორტებზე, სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების ნიშანზე. შიფრი ორი ასოსგან შედგება - მონარქის სახელისა და სქესის განმარტება. გარდაცვლილი დედოფლის შიფრია ER (ელისაბედ რეგინა). ის უნდა შეიცვალოს CR-ზე (ჩარლზ რექსი).

ბრიტანეთის ბიუჯეტს ცალ-ცალკე მოუწევს ფულის დახარჯვა მთელი ეროვნული ვალუტის (მონეტები, ბანკნოტები) და საფოსტო მარკების გადაბეჭდვაზე, უკვე ჩარლზ III-ის გამოსახულებით.

ჰიმნში სტრიქონი God Save the Queen ("ღმერთო დაიფარე დედოფალი“) შეიცვლება God Save the King-ით („God Save the King“). ამის შემდეგ ხელახლა დაიბეჭდება ჰიმნის ყველა ოფიციალური და არაოფიციალური ვერსია - სკოლის წესდებიდან პლაკატებამდე.

The Sun-ის ცნობით, ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დროშები დაუშვეს და ზარები დარეკეს. თითოეულ ზარის ენაზე სპეციალური ტყავის შალითები გადააკრეს. მთლიანობაში დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 16 ათასი ეკლესიაა. თითოეულ მათგანს სჭირდებოდა საშუალოდ 12 ასეთი გადაკვრა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 45 ფუნტი იყო. ანუ მხოლოდ ზარების აქსესუარები სამეფოს ბიუჯეტს 8,6 მილიონი ფუნტი უჯდება.

  • ბრიტანეთის ცხოვრება და ეკონომიკა გაიყინება

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ზარალდება ყველა სამთავრობო უწყებისა და საწარმოს დახურვის გამო, თანაც განუსაზღვრელი ვადით (უახლესი ინფორმაციით, ჩარლზ III-ის თხოვნით გლოვა 7 დღე გაგრძელდება). ზარალი დიდია, რადგან ლაპარაკია საფონდო ბირჟაზე, ბანკებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებზე.

დედოფლის გარდაცვალების გამოცხადების შემდეგ, მუშაობა ასევე შეაჩერეს: ბრიტანეთის პარლამენტმა და შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ავტონომიურმა საკანონმდებლო ორგანოებმა.

დაკრძალვის თარიღი "ეროვნული გლოვის დღედ“ გამოცხადდება და მას ქვეყნის სრული ერთდღიანი ეკონომიკური შფერხება უკვე უწოდეს.

2014 წელს, The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მსგავსი ჩაკეტვა გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს პოტენციურ ზიანად შეფასდა, რაც დღეში 2,5 -დან 5 მილიარდ ფუნტამდე დანაკარგს შეადგენს.

8-წლიანი ინფლაციისა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გათვალისწინებით კი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაორმაგდეს.

ამრიგად, გლოვის მხოლოდ მომდევნო კვირა დაახლოებით 35-დან 70-მილიარდამდე ფუნტის ოდენობის ზარალს გამოიწვევს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი