საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე არსებულ დაპირისპირებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
"საქართველო ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მომავალს სარგებელს მოუტანს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.