ავტორი:

"ბატონი ბიძინა არ იცნობდა ფიზიკურად ამ ადამიანს, როგორ უნდა დაევალებინა. მე არაფერს მავალებდა" - გომელაური გოგაშვილზე

"ბატონი ბიძინა არ იცნობდა ფიზიკურად ამ ადამიანს, როგორ უნდა დაევალებინა. მე არაფერს მავალებდა" - გომელაური გოგაშვილზე

განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა არის ტყუილი, სიცრუეა სრული, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა მას, იმიტომ რომ ის არ იცნობდა მას, მეორე - როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა, როდესაც არ იცნობდა ადამიანს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის აბსურდი.

"არ იცნობდა ფიზიკურად ამ ადამიანს, როგორ უნდა დაევალებინა. მე არაფერს მავალებდა.

როგორც თქვა თვითონ, ბატონ ბიძინასთან მე ვაგზავნიდიო, მე არ ვიცი, შვებულებაში ვიყავი თუ? "კრებსებს“ ვუგზავნიდით ბიძინასო, პრემიერსო და კობახიძესო. უკანონო მოსმენებზე საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.