ავტორი:

რას აცხადებს პესკოვი ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე

რას აცხადებს პესკოვი ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შესახებ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ამ ცნობებს რაიმე ფაქტობრივი საფუძველი, პუტინის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ „არა“.

პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალ ავტოკოლონაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ტელეგრამში“ გამოჩნდა, შემდეგ კი რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაცია იყო.