ავტორი:

ტრადიცია გრძელდება - "ბიბლუსმა“ საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარები სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრა

ტრადიცია გრძელდება - "ბიბლუსმა“ საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარები სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრა

„ბიბლუსისა“ და „პეპელას“ ორგანიზებით საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა. მის ფარგლებში სკოლის ასაკის ბავშვებს ჩანთები და სხვა სასკოლო პროდუქცია საჩუქრად გადაეცათ.

წინასასკოლო პერიოდში სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარების და არამხოლოდ მათი დახმარება „ბიბლუსისთვის“ უკვე ტრადიციაა.

„ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ჩავერთოთ. ამჯერად სკოლის მოსწავლეების გახარება გადავწყვიტეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდამ მათ გვერდით ვიდგეთ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ბავშვები ახალ სასწავლო წელს უფრო მხიარულები და ბედნიერები შეხვდებიან, რადგან მათ ახალი სასკოლო ნივთები ექნებათ,“ - განმარტავენ „ბიბლუსში“.

საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდა სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელაც“, რომელმაც ბავშვებს სათამაშოები გადასცა. ფონდის ბენეფიციარები „ლოკო-მოკომ“ იოგურტებითაც დაასაჩუქრა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მათი საყვარელი გმირების მონაწილეობით.

R