ავტორი:

საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

საქართველოში iPhone 14-ის წინასწარი გაყიდვები იწყება: Apple-ის მთავარი ახალი პროდუქტების მიმოხილვა

საქართველოში დღეიდან, 16 სექტემბრიდან Apple-ის უახლესი სმარტფონების წინასწარი შეკვეთები იწყება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი წინასწარ შეუკვეთონ Apple-ის ოფიციალური რესელერების მაღაზიებში, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით და Trade-in-ის საშუალებით:

iSpace, Alta, ElitElectronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

7 სექტემბერს, მსოფლიოს ყურადღება Apple-ის ყოველწლიურმა პრეზენტაციამ და კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ტექნოლოგიურმა სიახლეებმა მიიპყრო, სადაც ბრენდის 8 უახლესი პროდუქტი იყო წარმოდგენილი. შემოდგომის ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენა, Apple-ის ახალ პროდუქტებს შორის სმარტფონების განახლებული ხაზი და ინოვაციური ფუნქციებია.

iPhone 14 და iPhone 14 Plus

ვიზუალი

6.1 დიუმიანი iPhone 14 ტრადიციულად განაგრძობს განახლებული სმარტფონების ხაზს. რაც შეეხება 6.7 დიუმიან iPhone 14 Plus-ს, ეს არის მოწყობილობის ახალი, „ყველაზე დიდი“ ძირითადი ვერსია, ზომით Pro Max-ის ვერსიას შეესაბამება. ორივე ახალი მოდელი ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: შავი, თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი.

კამერა

საბაზისო iPhone-ების ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლებებია 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და დაბალი განათების ფოტოგრაფია. ტელეფონი გადაღებისას ორჯერ მეტ სინათლეს შთანთქავს, რაც სურათების ხარისხს 2-2,5-ჯერ აუმჯობესებს. გაუმჯობესდა ფრონტალური კამერაც და პირველად მიიღო ავტოფოკუსის ფუნქცია.

ვიდეო კონტენტის ხარისხი უფრო მაღალი იქნება ახალი ტიპის სტაბილიზაციის წყალობით - Action Mode: რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ვიდეოები აქტიურ მოძრაობაში. შედეგად, ყველაზე არასტაბილურ პირობებში გადაღებული ვიდეოებიც კი ხარისხით ჰგავს კლიპებს, რომლებიც გადაღებულია შტატივის გამოყენებით.

iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ი

ვიზუალი

სმარტფონების უახლესმა ვერსიებმა, 6.1 დიუმიანმა iPhone 14 Pro-მ და 6.7 დიუმიანიმა Pro Max-მა, მიიღეს გაუმჯობესებული ვიზუალი „Dynamic Island“ კონცეფციის დანერგვის წყალობით: დეველოპერებმა სენსორები გადააადგილეს და წინა კამერები უფრო შეამცირეს ისე, რომ მოსახერხებელი push-შეტყობინებები მათ გარშემო განლაგდა. ეკრანის ზედა ჭრილი ჩანაცვლდა პატარა კუნძულით, რომელიც ადაპტირდება ინტერფეისთან, ხოლო მოწყობილობების გვერდითი ჩარჩოები ოდნავ თხელი გახდა.

ტელეფონების პალიტრა ახალი მუქი მეწამული ელფერით შეივსო. კლასიკური ფერებიდან წარმოდგენილია შავი, თეთრი და ოქროსფერი.

ფუნქციონალური

Pro მოდელების განახლებული სპეციფიკაციები მოიცავს:

• ახალი 6 ბირთვიანი პროცესორი A16

• სმარტფონების ენერგოეფექტურობა გაუმჯობესებულია 20%-ით, რაც ზრდის ბატარეის ხანგრძლივობას 29 საათამდე.

• რეკორდული ეკრანის სიკაშკაშე 2000 ნიტი მზის ქვეშ და ყოველთვის ჩართული ეკრანის ფუნქცია: დაბლოკვის დროს ეკრანი გადადის ჩაბნელებულ და უფრო ეკონომიურ რეჟიმში, ზოგიერთ საგანს ეკრანზე ინახავს მაშინაც კი, როცა გამორთულია.

• Crash Detection ფუნქცია: მოწყობილობები აღჭურვილია ზემოქმედების და ხმამაღალი ხმის ამომცნობი დეტექტორებით, რომლებსაც შეუძლიათ ავარიის ფაქტის ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება.

კამერა

კამერის ხარისხის ნახტომი 13 Pro-დან 14 Pro-ზე ყველაზე დიდია iPhone-ის ისტორიაში, 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, რაც 65%-ით მეტია გასული წლის მოდელებთან შედარებით.

გაუმჯობესებული სინათლის მგრძნობელობა: დაბალი შუქის და ღამის კადრები ორჯერ უფრო ნათელია.

მოქმედების რეჟიმის სტაბილიზაციით, კინემატოგრაფიული რეჟიმი 4K საშუალებას გაძლევთ შექმნათ მაღალი ხარისხის ვიდეოები, გარე ფაქტორებისა და პირობების მიუხედავად.

ინოვაციური მოწყობილობები ახალი ფუნქციონალური შინაარსით, გარღვევები ფოტო და ვიდეო გადაღების სფეროში და სხვა სასარგებლო ფუნქციები მომხმარებლის მაქსიმალური გამოცდილებისთვის - Apple მწვერვალზე დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გამოცდილებას ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში.

R