ავტორი:

ბათუმში 28 წლის ქალი თრომბით გარდაიცვალა - "21 დღის წინ მეორე შვილი შეეძინა, სრულიად ჯანმრთელი იყო"

ბათუმში 28 წლის ქალი თრომბით გარდაიცვალა - "21 დღის წინ მეორე შვილი შეეძინა, სრულიად ჯანმრთელი იყო"

ბათუმში 28 წლის ქალი თრომბით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის ახლობელია.

მისი ინფორმაციით, ის სრულიად ჯანმრთელი იყო და მოულოდნელად გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მარიამ კუპრაძეა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც კუპრაძე წერს, მარიამ კუპრაძეს მეორე შვილი გარდაცვალებამდე 21 დღით ადრე შეეძინა.

"16 წლიანი ისტორიის დობილი, მეგობარი და გულშემატკივარი დავკარგე, მეც, ჩემმა სხვა მეგობრებმაც, ნათესავებმაც და თავისმა ორმა პაწია ბავშვმა.

27 წლის განმავლობაში პირველად დავფიქრდი, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ აუცილებლად უნდა შევცვალო" - წერს კუპრაძე.