ავტორი:

"საჭირო გახდა 130 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია" - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

"საჭირო გახდა 130 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია" - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სამხედრო დაპირისპირება გრძელდება.

ყირგიზეთის მედიასაშულებების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყნებს შორის ინტენსიური ბრძოლა ბატკენის რაიონში სასაზღვრო სოფელ დოსტუკთან მიმდინარეობდა და მათი დანაკარგები სულ მცირე 24 ადამიანს შეადგენს, დაჭრილთა რაოდენობა კი 80-ს აღემატება.

მათივე ცნობით, კონფლიქტის გამო საჭირო გახდა 130 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სამხედრო დაპირისპირება 2 დღის წინ განახლდა.