ავტორი:

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი კონსტანტინე მელდაძე ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ. წყვილის დაშორების შესახებ, ამბავი ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ თვეში გავრცელდა.

მედიაში წერენ, რომ წყვილი ომის შესახებ განსხვავებული პოზიციების გამო დაშორდა. ბრეჟნევა გმობს კრემლის კრიმინალურ რეჟიმს და ომის დაწყებისთანავე პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ლტოლვილებს ეხმარებოდა. მელაძე კი ძმისგან და ცოლისგან განსხვავებით, დღემდე დუმს.

მელაძის თაყვანისმცემლები, ვისაც ბრეჟნევა არ უყვარდათ, წერენ, რომ ქალს სხვისი ოჯახის დანგრევა ბუმერანგი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მელაძე ოფიციალურად დაქორწინებული იყო იანა სუმზე.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, მომღერალსა და პროდიუსერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ოქტომბერში ვერა ბრეჟნევა ფარულად დაქორწინდა კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერზე კონსტანტინე მელაძეზე. მათი ქორწილი იტალიაში ახლომეგობრების წრეში შედგა. ბრეჟნევამ არაერთხელ თქვა, რომ სურდა საერთო შვილი ყოლოდათ, მაგრამ მის ასაკში რამდენად გამოუვიდოდა არ იცოდა.