ავტორი:

კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილ 2 ქალს  მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება - როგორია მათი მდგომარეობა: ექიმის კომენტარი

კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილ 2 ქალს  მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება - როგორია მათი მდგომარეობა: ექიმის კომენტარი

“ნიუ-ჰოსპიტალსის” ექიმის რაჯი ისმაილოვის განცხადებით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი 2 ქალის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაჭრილებს ნაჩხვლეტი ჭრილობები აღენიშნებათ.

"ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და შესაბამისი კვლევების საფუძველზე გადავწყვეტთ, დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლში. პაციენტებს სხეულის ქვედა ნაწილებში აქვთ მრავლობითი ჭრილობები მიყენებული“, - აცხადებს კლინიკის ექიმი.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.