ავტორი:

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.