ავტორი:

"რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა... ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა... ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე წერს. ის საზოგადოებას საკუთარ პროგნოზებს უზიარებს.

"მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას. ზოგადად, ორი კვირის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნებთ ლისიჩანსკს და დიდი ალბათობით სევეროდონეცკს. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით ხერსონის მისადგომებთან.

ამავე დროს, რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა. მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალურ საბჭოებს შეუერთდა 65 მუნიციპალური დეპუტატი პუტინის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაში. ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში. აშკარაა, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები." - წერს სააკაშვილი "ფეისბუქში".