ავტორი:

"კორონავირუსის პანდემია დასრულდა" - ჯო ბაიდენი

"კორონავირუსის პანდემია დასრულდა" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა. "პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, არავის უკეთია პირბადე. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც შეერთებული შტატები აგრძელებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელებასთან ბრძოლას და პანდემიას, ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ეწირება.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.