ავტორი:

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე - პრინცები, პრინცესები და არისტოკრატია (ფოტოები)

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე - პრინცები, პრინცესები და არისტოკრატია (ფოტოები)

ლონდონში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონიაზე მთელი მსოფლიოდან არიან მიწვეულნი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ასევე სხვა პოპულარული ადამიანები.

ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს.

მეფე ჩარლზ III და პრინცესა ანა დედის სასახლეს უკან მიჰყვებოდნენ, როდესაც ცხედარი ვესტმინსტერის დარბაზიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაჰყავდათ.

მეფე ჩარლზს მისი ვაჟებიც შეუერთდნენ: უელსის პრინცი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი.

დედოფლის დაკრძალვაზე უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი შვილებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად გამოჩნდა.

ცერემონიას ესწრებოდა პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლიც.

იხილეთ ასევე:

წყარო: vogue

მოამზადა: ანა სიბოშვილმა