ავტორი:

ქანიე უესტის თქმით, კითხვა სძულს - "წიგნის წაკითხვა "ბრიუსელის კომბოსტოს" ჭამას ჰგავს

ქანიე უესტის თქმით, კითხვა სძულს - "წიგნის წაკითხვა "ბრიუსელის კომბოსტოს" ჭამას ჰგავს

რეპერმა ქანიე უესტმა თქვა, რომ წიგნებს არასდროს კითხულობს და რომ კითხვას, ლაპარაკი ურჩევნია. კითხვის სიძულვილზე მან Alo Yoga-ს პოდკასტის ბოლო ეპიზოდში ისაუბრა.

უესტმა, Alo-ს თანადამფუძნებელს, დენი ჰარისს უთხრა, რომ "გულიანი საუბრის" დიდი მოყვარულია: "რეალურად, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. ჩემთვის კითხვა "ბრიუსელის კომბოსტოს" ჭამას ჰგავს. საუბარი კი ჯორჯო ბალდის სიმინდის რავიოლის მირთმევასავითაა" (უესტი ცნობილი რესტორნის კერძს გულისხმობდა).

<iframe width="1263" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9LoUA7uOoAI" title="Ye FKA Kanye West: Music & Fashion Icon | Alo Mind Full Podcast" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

პოდკასტში უესტი იმაშიც გამოტყდა, რომ თუ გრძელი ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, მხოლოდ პირველ და ბოლო წინადადებას კითხულობს. მან იმასთან დაკავშირებითაც გამოთქვა იმედგაცრუება, რომ მისგან ყველა ინგლისურად გამართულ საუბარს მოელის: "ინგლისური ბაბილონის გოდოლს მაგონებს. თქვენ იმას, რასაც მე ვამბობ პატივს არ სცემთ, თუ მე გამართული ინგლისურით არ ვიტყვი იმის მიუხედავად, ხვდებით თუ არა რის თქმას ვცდილობ."

გადაცემაში მან თავისივე დაარსებულ აკადემიაზეც ისაუბრა, რომელიც რეპერის გარდაცვლილი დედის, დონდას სახელს ატარებს. აქ ბაღის ასაკიდან მეთორმეტე კლასამდე ბავშვებს "ვიზუალურ ხელოვნებას, კინომცოდნეობას, გალობას და პარკურს" ასწავლიან.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა