ავტორი:

"ნიორაძე ბრალს არ აღიარებს" - კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს: რას ამბობს ადვოკატი?

"ნიორაძე ბრალს არ აღიარებს" - კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს: რას ამბობს ადვოკატი?

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 54 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, სულხან კომახიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გელა ნიორაძე ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, კიკეთში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი 17 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ავტომატიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.