ავტორი:

Onduline - ყველაზე იაფი და სანდო სახურავი

Onduline - ყველაზე იაფი და სანდო სახურავი

გიფიქრია, რა არის სახლი? ფაქტია, ის ბევრად მეტია, ვიდრე კედლებსა და სახურავს შორის არსებული სივრცე. სახლი - ეს არის ემოცია, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად, მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობ თავს ერთ კონკრეტულ სივრცეში.

და რა არის სახურავი? სახურავი - ეს არის სახლის გვირგვინი, რომელიც დაცულობისა და სანდოობის განცდას გვიქმნის დარსა თუ ავდარში და, შესაბამისად, ფუნდამენტური ნაწილია სახლის კომფორტისა და ემოციის შეგრძნების პროცესში.

რა უნდა ვიცოდეთ სახურავის შერჩევისას? სახურავის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, აქვს თუ არა მას თერმოიზოლაცია, იკეთებს თუ არა კონდენსატს ყინვის დროს, არის თუ არა ენერგოეფექტური, უჟანგავი და ხმაგაუმტარი. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ რამდენად მსუბუქი და მარტივად დასამონტაჟებელია სასახურავე მასალა.

ონდულინის ბრენდის ფრანგული ევროშიფერი, ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად, ყველა ზემოაღნიშნული დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა. სწორედ ეს უპირატესობები ხდის მას ქართულ ბაზარზე ყველაზე სანდო სახურავს, რომლის ქვეშ ყოფნაც სიმშვიდისა და დაცულობის გარანტია.

ფრანგული ბრენდის - Onduline-ის - სახურავის შეძენას და სახლის დაგვირგვინებას კი ექსკლუზიურად გორგიას ნებისმიერ ფილიალში შეძლებ და, რაც მთავარია, ქართულ ბაზარზე ყველაზე იაფად.

R