ავტორი:

"მილიონის შოვნა უნდაო, იმან მესროლოს ქვა, ვისაც მილიონის შოვნა არ უნდა" - გუბაზ სანიკიძე

"მილიონის შოვნა უნდაო, იმან მესროლოს ქვა, ვისაც მილიონის შოვნა არ უნდა" - გუბაზ სანიკიძე

"მე არც სამშობლოსთვის მიღალატია, არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

"ჩემზე რაც ჰქონდათ, გამოიყენეს. ბოდიში მომითხოვია და ფეხებზე მკიდია რას გამომიქვეყნებენ. მე არც სამშობლოსთვის მიღალატია, არც ოჯახისთვის მიღალატია და არც მეგობრებისთვის, სახლში რას ვლაპარაკობ, ის ჩემი საქმეა.

მე რომ გამომიქვეყნეს პირველად, კაციშვილმა ხმა არ ამოიღო, ყველა აყოლილი იყო, მათ შორის ჟურნალისტებიც. და ახლა 100 ათას კაცს უსმენენ. თუ ლიბერალი ხარ და მიუკერძოებელი ხარ, უნდა იყო ყველას მიმართ. მაშინ არ ამოუღიათ ხმა, ყველა აყოლილი იყო.

მილიონის შოვნა უნდაო, იმან მესროლოს ქვა, ვისაც მილიონის შოვნა არ უნდა. ანგელოზების ქვეყნად გადაიქცა ეს ქვეყანა", - აღნიშნა სანიკიძემ.