ავტორი:

ნივთები, რომლებიც ქალაქგარეთ მანქანით მოგზაურობას გაგიმარტივებთ

ნივთები, რომლებიც ქალაქგარეთ მანქანით მოგზაურობას გაგიმარტივებთ

თუ თქვენ მანქანით მოგზაურობა გადაწყვიტეთ, ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავლისთვის მოემზადეთ. იცოდეთ, რომ წინ საუკეთესო ემოციები და განცდები გელოდებათ. ღამის კარავში გათევა კი თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სათავგადასავლოსა და ახალი შთაბეჭდილებებით სავსეს გახდის.

თუმცა დიდ სიამოვნებასთან ერთად, მანქანით მოგზაურობა გარკვეულ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული. მათი თავიდან არიდების მიზნით საჭიროა გამგზავრებამდე კარგად მოემზადოთ და მოიმარაგოთ გაჯეტები, რომლებიც მოგზაურობას გაგიადვილებთ და სირთულეებს მინიმუმამდე შეამცირებს. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ რამდენიმე გაჯეტს, რომელიც ქალაქგარეთ მანქანით მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდებათ.

სმარტ საათი

მცირე ზომის, თუმცა მრავალფუნქციური მოწყობილობა თქვენს მაჯაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც მოგზაურობის დროს თან წაიღებთ. მისი დახმარებით გაიმარტივებთ როგორც კომუნიკაციას, ისე ფინანსურ აქტივობებსა და ჯანმრთელობის პარამეტრების კონტროლს. სასიამოვნო მომენტებში აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თან გაქვთ თუ არა სმარტფონი ან საფულე. თქვენ მათ გარეშეც შეძლებთ მიიღოთ ან განახორციელოთ ზარები, წაიკითხოთ შეტყობინებები, ნახოთ დაყენებული შეხსენებები, გადაიხადოთ ტერმინალებზე. ჯანმრთელობის პარამეტრების კონტროლი კი მოგზაურობის დროს უმნიშვნელოვანესია. სმარტსაათი ამაშიც დაგეხმარებათ. ის გააკონტროლებს თქვენს წნევასა და გულისცემას. ეს ორი პარამეტრში მოგზაურობის და სხვადასხვა კლიმატურ ზონაში გადასვლის დროს ხშირად იცვლება. თქვენ კი სმარტსაათით მათი კონტროლით უსიამოვნებებისგან დაცული იქნებით.

პორტატული ელექტროსადგური

ქალაქგარეთ გასულს ალბათ ყოველთვის გინატრიათ, გქონოდათ მძლავრი power bank-ი, რომლითაც სხვადასხვა მოწყობილობას დატენიდით. დიახ, ის მართლაც არსებობს და სამანქანო მოგზაურობის დროს პორტატული ელექტროსადგური აუცილებელი გაჯეტების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებს.

მარტივად რომ ვთქვათ, პორტატული ელექტროსადგური არის ელექტრო დამოუკიდებელი მოწყობილობა ანუ კვების ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა სახის პორტი აქვს, რომ ყველა ტიპის ტექნიკის დატენა შეძლოთ. მისი საშუალებით, მოგზაურობის დროს არასდროს დაგიჯდებათ სმარტფონი, სმარტ საათი, ლეპტოპი, ყურსასმენი, დინამიკი, ყავის აპარატი ან სხვა ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რომლის თან წაღებასაც საჭიროდ ჩათვლით. EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურების კონკრეტულ მოდელებს ინტეგრირებული ფანარიც აქვს. თუმცა, თუ მისი განათება თქვენთვის საკმარისი არ იქნება, ე.წ. მძლავრი power bank-ი სტანდარტული თუ დეკორატიული ნათურების ანთების საშუალებასაც მოგცემთ. მოკლედ რომ ვთქვათ, EcoFlow გთავაზობთ ყველაფერს, რაც კომფორტული და ჯადოსნური სამანქანო მოგზაურობისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ პორტატული ელექტროსადგური სხვადასხვა ტევადობის და შესაბამისად, ზომის არის ხელმისაწვდომი. მოგზაურობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე თქვენთვის სასურველის შერჩევას შეძლებთ.

მოგზაურობის დროს კი არც ელემენტის დაცლაზე მოგიწევთ ნერვიულობა, რადგან EcoFlow-ს ყველა პორტატული ელექტროსადგური კედლის როზეტიდან 80%-მდე 1 საათში იტენება. მათი დატენვა ასევე შესაძლებელია მანქანიდან და მზის პანელით, სპეციალური ადაპტერების გამოყენებით.

სათვალე ვიდეოჩამწერით

მოდური, საინტერესო და სასარგებლო - ეს სათვალეა, რომელშიც ვიდეოს ჩამწერია ინტეგრირებული. სათვალის უპირატესობა კი ის არის, რომ რეალურად მზის გამოსხივებისგანაც გიცავთ. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს უფრო სახალისო, ვიდრე მოგზაურობის დროს ვიდეოს გადაღება სწორედ იმ რაკურსით, როგორც თქვენ ხედავთ მას. ის საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაღალი რეზოლუციის როგორც ფოტოები, ისე ვიდეოები. საკმაოდ მაღალია აუდიოს ხარისხიც. სამანქანო მოგზაურობიდან დაბრუნებული თქვენ შეძლებთ ვიდეოები დაამონტაჟოთ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოთ. ეს თქვენს მოგზაურობას საზოგადოებაში ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს.

მანქანის მადუღარა ან ყავის აპარატი

ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, დილით კარავში გაღვიძებულს არომატული ყავა ან ჩაი აუცილებლად მოგინდებათ. არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. მოგზაურობის დროს თან წაიღეთ მადუღარა ან ყავის აპარატი, რომლის დატენასაც მანქანაში შეძლებთ იმავე პრინციპით, როგორც სმარტფონს ტენით. მადუღარა მხოლოდ ყავის ან ჩაის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ, ადუღებული წყლით შეძლებთ სწრაფად მოამზადოთ სხვადასხვა ნახევარფაბრიკატი და მოგზაურობის დროს მრავალფეროვანი მენიუც გქონდეთ.

განსაკუთრებული სახეობის კაპუჩინოსა და ესპრესოსთვის კი გზად გაჩერება მოგიწევთ.

პოლაროიდი ფოტოაპარატი

სმარტფონისა და მასში ინტეგრირებული კამერის გარეშე ცხოვრება და მოგზაურობა ყველასთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სულ სხვაა პოლაროიდი ფოტოაპარატი, რომლითაც ფოტოების დაბეჭდვას მყისიერად შეძლებთ. ეს თქვენს მოგზაურობას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. ის იქნება საუკეთესო სუვენირი, რომელიც მოგზაურობის კონკრეტულ მომენტებს გაგახსენებთ.

ამ რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ, რომ სამანქანო მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.