ავტორი:

"ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ.." - რას ამბობს ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი და რა ვიდეო ვრცელდება ბანკის შენობიდან

"ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ.." - რას ამბობს ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი და რა ვიდეო ვრცელდება ბანკის შენობიდან

ვრცელდება ვიდეო ქუთაისში, საქართველოს ბანკის" იმ ფილიალიდან, სადაც ამ წუთებში შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი.

თავდამსხმელი სავარაუდოდ, მძევლის ტელეფონით ჩაერთო "ლაივში" და მოთხოვნა წამოაყენა:

"ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, ფისო", - ამბობს ის.

  • ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. "საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ამის თაობაზე შსს განცხადებას აქვეყნებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს".

იხილეთ ასევე: