ავტორი:

"ქალბატონო, დაწყნარდით, ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი" - ატირებული მძევლის დამშვიდებას პოლიცია ცდილობს: რა ხდება ბანკში, სადაც მძარცველია შეჭრილი?

"ქალბატონო, დაწყნარდით, ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი" - ატირებული მძევლის დამშვიდებას პოლიცია ცდილობს: რა ხდება ბანკში, სადაც მძარცველია შეჭრილი?

ქუთაისში, 'საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება რთულია.

ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ატირებული მძევლის ხმა ისმის, რომელსაც შენობის გარე პერიმეტრიდან პოლიციელი ამშვიდებს და სთხოვს, რომ დამშვიდდეს.

"ქალბატონო, თქვენ გაჩერდით ახლა, დაწყნარდით, ძალიან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით-მეთქი. ეს ქალბატონი გააჩერეთ რა, ეს არის ყველაზე ცუდი", - ამბობს პოლიციელი.

პარალელურად კი ვიდეოში ისმის ქალის ტირილის ხმა და ის შველას ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი რჩება.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

იხილეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: