ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე 300 გრამს იკლებს, მძიმედ არის, კვდება კაცი... ამ მათხოვრებს უნდათ, რომ პრეზიდენტი ჩამოდნეს და მოკვდეს" - ბარამიძე

"მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე 300 გრამს იკლებს, მძიმედ არის, კვდება კაცი... ამ მათხოვრებს უნდათ, რომ პრეზიდენტი ჩამოდნეს და მოკვდეს" - ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის ყოველდღე 300 გრამს იკლებს.

ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია, როცა "ვიღაც ინტრიგნები" სააკაშვილისგან ითხოვენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, რადგან "მას ამის თავი არ აქვს".

"მიხეილ სააკავშვილი უნდა გადარჩეს. ახლა საკითხი დგას მის გადარჩენაზე და მას ნუ მოვთხოვთ, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში. ნუ გაგიკვირდებათ, რომ შიდა კინკლაობაში არ ერევა.

მძიმედ არის, კვდება კაცი. ყოველდღე 300 გრამს იკლებს, ახლა ექიმებსს არ უშვებენ ლიცენზიას არ აძლევენ ეს მათხოვრები, ეს ნაძირლები, საქართველოს პრეზიდენტი უნდათ, რომ ჩამოდნეს და მოკვდეს. ამას აკეთებენ ესენი და ვიღაც ინტრიგანი და მოღალატეები ითხოვენ, რატომ არ აკეთებს ყოველდღე კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზეო. ამ ბინძურ საუბრებს ყველამ თავი დაანებოს'' - ამბობს გიორგი ბარამიძე.