ავტორი:

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს - პუტინის შემდეგ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს - პუტინის შემდეგ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს.

შოიგუ ამბობს, რომ ნაწილობრივ მობილიზაციაში ჩაერთვებიან სამხედრო გამოცდილების მქონე პირები - "საუბარია დაახლოებით, 300 000 ადამიანზე“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი, ანუ რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა, თითქმის 25 მილიონი ასეთი ადამიანი გვყავს“, - განაცხადა შოიგუმ.

მისი განმარტებით, სტუდენტების მობილიზების შესახებ საუბარი არ არის და არც იქნება. ასევე, მობილიზებას და ე.წ. „სპეცოპერაციის“ ზონაში გაგზავნას არ ექვემდებარებიან ახალწვეულები.

  • ცნობისთვის, ამ წუთებში რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადის წინასწარჩაწერილი განცხადებები. შოიგუს განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა, რომელმაც ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხს, ყველას, ვისაც აერთიანებს დიდი ისტორიული რუსეთი. ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ჩვენს ძმებსა და დებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.

ვიცით ზოგიერთი დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკის შესახებ.

დასავლეთის მიზანი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა. უკვე ღიად ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლეს და ახლა ამას რუსეთში გეგმავენ. მათ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია, მათ შორის უკრაინაშიც.

იქ რუსეთის მიმართ სიძულვილის კულტივირებით და იქ უკრაინელი ხალხის ქვემეხის საკვებად გადაქცევით. მათ ომი 2014 წელს დაიწყეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პუტინმა.