ავტორი:

ახალგაზრდები, რომლებიც ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები ნახეს, სავარაუდოდ, სტუდენტები იყვნენ და ქირით ცხოვრობდნენ - მომხდარის ახალი დეტალები

ახალგაზრდები, რომლებიც ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილები ნახეს, სავარაუდოდ, სტუდენტები იყვნენ და ქირით ცხოვრობდნენ - მომხდარის ახალი დეტალები

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ისინი, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.

როგორც ახალგაზრდების მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილები, დიდი ალბათობით, სტუდენტები იყვნენ და ისინი აღნიშნულ სახლში ქირით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან.

"გუშინ, საღამოს, სამსახურიდან რომ მოვედი, ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფოს ექიმები დამხვდნენ და მერე გავიგე მომხდარის შესახებ. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, თვალით არ მინახავს არასდროს. აქ დაახლოებით, ერთი თვე იქნება, რაც ცხოვრობენ, რადგან იმ სახლში მანამდე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ვიცი, წინა დღის გარდაცვლილები არიან. თუ არ ვცდები, ადგილზე ერთ-ერთის მამა იყო მოსული. კორპუსში, სადარბაზოში გაზის სუნი არ ყოფილა, სხვა დეტალები არ ვიცი",- ახადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ახალგაზრდების ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. სწორედ აღნიშნულმა უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.