ავტორი:

ირანელი ქალები ჰიჯაბს წვავენ და თავისუფლებას მოითხოვენ - საპროტესტო აქციების ტალღა, დაპირისპირება და არეულობა, რომელიც 22 წლის გოგონას სიკვდილს მოჰყვა

ირანელი ქალები ჰიჯაბს წვავენ და თავისუფლებას მოითხოვენ - საპროტესტო აქციების ტალღა, დაპირისპირება და არეულობა, რომელიც 22 წლის გოგონას სიკვდილს მოჰყვა

22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ამინი ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ გასულ კვირას, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა.

წესების მიხედვით, ქალებს მჭიდროდ უნდა ეკეთოთ თავსაფარი და თმას მთლიანად უფარავდეთ, ახალგაზრდა ქალი კი ამ წესს არ იცავდა. ამინის დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ ის მალევე ჩავარდა კომაში, ამის მიზეზი კი პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობა გახდა.

მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას "უეცარი გულის შეტევა“ ჰქონდა. ამინის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.

მაჰსა ამინი 3 დღე იყო კომაში და გასულ პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნადა ალ-ნაშიფი, 22 წლის გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების და მასზე ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას.

ამინის ოჯახს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანაშემწე ეწვია და პირობა მისცა, რომ "ყველა ინსტიტუტი მიიღებს ზომებს იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც დაირღვა“,- იტყობინება სახელმწიფო მედია.

ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ირანის სხვადასხვა პროვინციაში, მათ შორის ქურთისტანის პროვინციაში, საიდანაც გოგონა იყო. მომიტინგეებს ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

უკვე მეხუთე დღეა დემონსტრაციები იმართება ირანის სხვადასხვა ქალაქში. თეირანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სარიში ქალების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბი მოიხსნა და დაწვა, რასაც ადგილობრივების აღფრთოვანება მოჰყვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, "მორალის პოლიციამ" ქუჩებში პატრულირება გააფართოვა და აკავებენ მათ, ვინც "ჰიჯაბს სათანადოდ არ ატარებს."

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ნადა ალ-ნაშიფი ამბობს, გაეროს რამდენიმე ვიდეო მიაწოდეს, სადაც ქალებს ჰიჯაბის გამო პოლიცია ძალადობრივად ეპყრობა. ის ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებამ ქალების მიზანმიმართული შევიწროება და დაპატიმრება უნდა შეწყვიტოს.

In Kerman's Azadi Square tonight, a woman sits on top of a utility box, takes off her headscarf and cuts her hair as people chant "death to the dictator" on the fifth night of protests in Iran over the death of #MahsaAmini in custody of morality police.pic.twitter.com/3zZuZkkom1
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) September 20, 2022

ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, საქეზსა და სანანდაჯში შაბათს და კვირას გამართულ დემონსტრაციაზე 38 ადამიანი დაშავდა, შეტაკების დროს სამი მომიტინგე მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ისმის, თუ როგორ ყვირიან მომიტინგეები - "სიკვდილი დიქტატორს", "არა ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას." აქციის მონაწილეები სამართლიანობასა და თავისუფლებას მოითხოვენ.

In Sari, Mazandaran province, women set fire to their headscarves tonight during the fifth night of protests in Iran over the death of Mahsa Amini, 22, following her arrest by morality police over mandatory hijab law.pic.twitter.com/yaXg8JGD3P
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) September 20, 2022

ერთ-ერთმა პროტესტზე მყოფმა ქალმა BBC-ისთან საუბრისას თქვა: "სანამ ქალები ცაში ჰიჯაბებს ვაფრიალებდით, გარშემო მყოფი მომიტინგე მამაკაცები ჩვენს დაცვას ცდილობდნენ, ამ დროს ემოციები მომეძალა. ასეთი ერთიანობის ნახვა ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს“.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა