ავტორი:

"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე

"მამამ მასწავლა, თუ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე..." - მეთიუ მაკკჰონაჰი მძიმე წარსულსა და ძალადობაზე

52 წლის მსახიობი, მეთიუ მაკკონაჰი "The Conversation with Amanda de Cadenet"-ის შოუს ეწვია და თავის წარსულზე გულახდილად ისაუბრა. მეთიუს თქმით, როცა არასრულწლოვანი იყო, ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამბობს, რომ ეს მძიმე გამოცდილება ადამიანებისადმი ნდობას ვერ დააკარგინებს.

მაკკონაჰიმ მასზე ძალადობის ორივე შემთხვევა, პირველად, საკუთარ მემუარებში აღწერა, რომელიც შარშან გამოსცა. მაკკონაჰი ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, ტრავმას ვერ გაექცევა:

"ეს მოხდა. მე ხომ არ უარვყოფ, რომ ეს ყველაფერი თავს გადამხდა?! არა. ეს სიმახინჯე იყო“,- ასე იხსენებს მსახიობი თავს გადახდენილ ძალადობას და ჰყვება თუ როგორ დაითანხმეს სექსზე შანტაჟის გზით.

როგორც მსახიობი ყვება, 18 წლის იყო, როცა სასმელში წამალი ჩაუყარეს, გათიშეს, ჩასვეს მანქანის საბარგულში, შემდეგ კი სექსუალურად იძალადეს.

მეთიუს თქმით, ამ შემთხვევებს გოგონებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მისთვის ხელი არ შეუშლია. როგორც 52 წლის მსახიობი ამბობს, ფსიქოლოგის დახმარებაც არ დასჭირვებია, თუმცა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდნენ მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები.

მაკკონაჰიმ მის ჯენტლმენად აღზრდაში მშობლების და კონკრეტულად მამის დიდ როლზეც ისაუბრა. მშობლებმა პატარაობაშივე ასწავლეს "ფიზიკური სიახლოვის შესახებ პარტნიორის სურვილის გათვალისწინება და პირადი სივრცის პატივისცემა“.

"მამამ დამსვა და მითხრა - შვილო, თუ იმგავრ სიტუაციაში მოხვდი, რომ გოგონა სექსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის, უნდა გაჩერდე. უკან რომ დაიხევ, შესაძლოა, თვითონ იაქტიუროს და გითხრას, რომ თვითონაც სურს ეს, მაგრამ შენ არაფერი ქნა და შემდეგ ჯერს დაელოდე.“

მსახიობი ამბობს, რომ მამის ეს რჩევა მომავალში ბევრჯერ დახმარებია.

მეთიუ მეუღლესა და შვილებთან ერთად

მეთიუ მაკკონაჰი კამილა ალვესზეა დაქორწინებული. ისინი 2012 წელს შეუღლდნენ და სამი შვილი ჰყავთ: 14 წლის ლევი, 12 წლის ვიდა და 9 წლის ლივინგსტონი.

წყარო: foxnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა