ავტორი:

თბილისის მეტრო გადატვირთულია - კადრები "ვაგზლის მოედნიდან" (ვიდეო)

თბილისის მეტრო გადატვირთულია - კადრები "ვაგზლის მოედნიდან" (ვიდეო)

ამ დროისთვის თბილისის მეტრო გადატვირთულია. განსაკუთრებით გაძნელებულია გადაადგილება მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე", სადაც მეორე ხაზიდან პირველ ხაზზე გადასვლა მგზავრებს შეფერხებით უწევთ.

კადრებს ადგილიდან ჟურნალისტი ანა მარშანია ავრცელებს.

ცნობისთვის, ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა დღეს განაცხადა, რომ მეტროში საცობი მგზავრების მიერ შექმნილი საცობი, ზოლში არასწორად მოძრაობითაა განპირობებული.

"მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განმარტავს წილოსანი.

ნახეთ ასევე: