ავტორი:

"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი

"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი

სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ხუმრობენ უკვე იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა და იპოვა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის მას , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებების „რაციონალიზაცია შეუძლებელია“.

"საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ 6 თვეა სახელმწიფო, რომელსაც მისი ტერიტორიები დაპყრობილი აქვს, ომს აწარმოებს და ერთი უსაფრთხოების საბჭოს სხდომა არ ჩაუტარებია. გრძელვადიან გეგმებზე და დიდ სტრატეგიულ ჩანაფიქრებზე კი არ ვლაპარაკობ. უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამის რაციონალიზაცია და გადათარგმნა, რატომ, უკვე შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება ყოველდღე მინიმუმ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ მისი მოსახლეობა ყოველ დილას რომ შიშით იღვიძებს და პანიკით კი არ იღვიძებდეს, რომ რაღაცა სასწაული მოხდება, არამედ იმისი განცდა ჰქონდეს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს.

უსაფრთხოების გარანტიები ჩვენნაირ ქვეყანას შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობით პარტნიორებთან, რომლებიც დღეს უკრაინის გვერდში გამალებით იბრძვიან ამ თანამედროვე ფაშიზმის წინააღმდეგ. ჩვენ რას ვაკეთებთ? მმართველი პარტიის ლიდერი დღეს თავიდან ბოლომდე ადასტურებს ყველა იმ მარაზმს, რაც გვესმის ამ ე.წ. გამდგარი ოთხეულისგან საქართველოს პარლამენტში.

ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში მომიწია მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ხუმრობენ უკვე იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან ოცდაათწლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა და იპოვა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის მას. ამითაა დღეს ჩვენი ხელისუფლება დაკავებული, არადა ჩვენი თავისუფლების გადარჩენის გასაღები ვაშინგტონში დევს. ჩვენ ამერიკელებზე უფრო ერთგული პარტნიორი არა გვყავს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნახეთ ვიდეო: