ავტორი:

"რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში გავცვალეთ “ - პუტინის ნათლიმამაში გაცვლილი "აზოვსტალის" გმირული დაცვის მეთაურები და მებრძოლები (ფოტოები)

"რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში გავცვალეთ “ - პუტინის ნათლიმამაში გაცვლილი "აზოვსტალის" გმირული დაცვის მეთაურები და მებრძოლები (ფოტოები)

21 სექტემბერს, საღამოს, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს.

"სულ გათავისუფლებულია უკრაინის 215 დამცველი: სამხედროები, პოლიციელები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები და სამოქალაქო პირები. მათ შორის არიან ოფიცრები, უკრაინის გმირები, "აზოვსტალის" მცველები", - წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი", რომელიც გათავისუფლებული უკრაინელი მცველების ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გათავისუფლებულები არიან "აზოვსტალის" დამცველები: "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა). აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულია უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

"უკრაინამ თავისი გმირები გაათავისუფლა რუსეთის 55 მოქალაქის და უკრაინული პასპორტის მქონე ვიქტორ მედვედჩუკის სანაცვლოდ", - წერს "უნიანი".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან სულ 215 სამხედრო გაათავისუფლეს, მათ შორის 124 ოფიცერი. ასევე გაათავისუფლეს უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი. 5 ყველაზე ცნობილი მეთაურისთვის უკრაინამ 55 რუსი პატიმარი გადასცა.

მათ ასევე მოახერხეს სამი ორსული სამხედრო მოსამსახურის - მარიანა მამონოვას, იანა შუმოვეცკაიასა და ანასტასია ჩერნენკაიას გათავისუფლება.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით, ჩვენ ასევე დავაბრუნეთ უკრაინის 10 უცხოელი დამცველი, ხუთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან“, - აღნიშნა ერმაკმა.

მანამდე უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთს გადაეცა დატყვევებული უკრაინელი დამცველების სანაცვლოდ.

Censor-ის ცნობით, ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

გონჩარენკომ აღნიშნა: "მოგვიწია მედვედჩუკის გადაცემა. რაში გვჭირდებოდა? ასე გავუშვით. მამლების ჯარის სარდალი იქნება".

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ვიქტორ მედვედჩუკის გადაცემა არ დანანებიათ, რადგან მის მიმართ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და უკრაინამ მედვედჩუკისგან მიიღო ყველაფერი, რაც საჭიროა სისხლის სამართლებრივი წარმოებისას სიმართლის დასადგენად.

"გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას. პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდაპირველად უკრაინას სთავაზობდნენ 50 ადამიანის დაბრუნებას უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მედვედჩუკის სანაცვლოდ, თუმცა, დაჟინებით მოითხოვეს და მიაღწიეს, რომ 50 გაიზარდა 200-მდე.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლის" ლიდერი, რომლის ქონება 2021 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" 620-მილიონ დოლარად შეაფასა, პატიმრობაში იმყოფებოდა. თებერვლის ბოლოს, რუსეთის ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. მისმა ადვოკატმა "როიტერსს“ უთხრა, რომ მედვედჩუკი იძულებული გახდა დაეტოვებინა ადგილი, კონფლიქტის ფონზე "ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის გამო.

12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას მას უკრაინის ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა მისი დაკავებიდან მალევე შესთავაზა, თუმცა რუსი დიქტატორი ნათლიმამის გათავისუფლებას არ ჩქარობდა.

მარიუპოლის გმირი დამცველები კი ოკუპანტებთან რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების ბრძანების შემდეგ, რუსეთს მაისში ჩაბარდნენ, თუმცა უკრიანას მათი გათავისუფლებისთვის დღემდე მუშაობა არ შეუწყვეტია, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე რუსეთთან.

"მას შემდეგ, რაც უკრაინლებმა მაღალი რანგისა თუ პოლიტიკური მნიშვნელობის ტყვეები იგდეს ხელთ, აზოვის მცველების გაცვლა შესაძლებელი გახდა. რუსეთისათვის გადაცემულებს შორის იყო მედვედჩუკი, პუტინის ახლო მეგობარი, რომელიც აზოვის პოლკის ხუთ ლიდერზე გადაიცვალა. რუსებს გადაეცათ ორი პოლკოვნიკი და ათი საშუალო რანგის ოფიცერი. სულ გაცვლისას "აზოვსტალის" 100-ზე მეტი მცველი იქნა გათავისუფლებული, რომელთა შორისაა კატერინა პოლიშუკიც - აზოვსტალის მცველი, სამედიცინო მუშაკი და "მომღერალი გოგო".

გაცვლაში გამორჩეული როლი თურქეთის პრეზიდენტმა შეასრულა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლკის ლიდერები ომის დასრულებამდე თურქეთში იყვნენ.

აზოვსტალის მცველთა ნაწილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ამასთანავე, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულები არიან: ხუთი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, შვედი, ხორვატი და მაროკოელი ტყვეებიც. ისინი საუდის არაბეთში იმყოფებიან", - წერს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე.

იხილეთ ასევე: