ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ მათ იარაღი რუსეთისთვის არასდროს გადაუციათ და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ

სექტემბრის დასაწყისში ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო რუსეთს რაკეტები და საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეისგან შეეძინა.

ფხენიანში აღნიშნულ თემაზე პირველი კომენტარი გაკეთდა. ჩრდილოეთ კორეაში უარყვეს ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ყოველივეს "ჭორი" უწოდეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ არ გაუტანიათ იარაღი რუსეთში და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ არ აპირებენ.

"ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი, ან საბრძოლო მასალა და არც განვიხილავთ ექსპორტის შესაძლებლობას. აშშ და სხვა მტრული ძალები მსგავს ჭორებს თავიანთი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების განსახორციელებლად ავრცელებენ ", - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყებაში.

ფოტო ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღლუმიდან.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ გასულ ზაფხულს აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბრის დასაწყისში პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი მისწერა და პირობა მისცა, რომ ორ ქვეყანას შორის "ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ურთიერთობას გააფართოვებდა."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა