ავტორი:

"2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს" - რას აცხადებს წულუკიანი გელათთან დაკავშირებით

"2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს" - რას აცხადებს წულუკიანი გელათთან დაკავშირებით

უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე. 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის მხოლოდ იმაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც სამონასტრო კომპლექსში მისი მინისტრობის პირობებში ხორციელდება.

„საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, არამედ ღვთისმშობლის სახელობის ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. ეს პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. წლების განმავლობაში უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე. 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი, წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.