ავტორი:

"მგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს - რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია..." - თეა წულუკიანი

"მგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს - რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია..." - თეა წულუკიანი

რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია სავაადმყოფოებში, არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მან აჩვენა, თუ როგორ ეპყრობა პატიმრებს.

"რაც შეეხება პატიმარს და პატიმრის მდგომარეობას, მე მეგონი, ვაჩვენე, როგორ ვეპყრობი პატიმრებს. რაც მე ვანო მერაბიშვილის ქუთუთოზე მიდარდია და მიტარებია სავაადმყოფოებში, მე არ ვიცი, მეტი რა გავაკეთო, იმიტომ რომ პატიმარი ჩემთვის არის ბორკილებიანი ადამიანი, სიწმინდე თავისებური. ამიტომ, დასვან კითხვები, რაც ჩემ ამჟამინდელ საქმიანობას ეხება, რაც მათ არ შეუძლიათ. დარბიან: დაანგრიე მუზეიმი - არ დავანგრიე, კი დანგრიეო, სად არის კბილი? - აქ არის კბილი და არის ერთი ამბავი, რა უნდა ელაპარაკო? - არ არის საინტერესო მათთან საუბარი“, - განაცხადა წულუკიანმა.