ავტორი:

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: "მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას"

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: "მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას"

ქალბატონო თამარ, მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ ისტორიაში როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას ლეიბებზე და ვერ გადააყირავა ეს მთავრობა, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თამარ ჩარკვიანს.

მისი თქმით, მან ქონება მიკროფონის სახით დააბრუნა.

"ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა ბრძანა, თქვენ ისტორიაში შეხვალთ როგორც მიკროფონის ქურდიო, სამართლებრივად ამას ასე ჰქვია - მიკროფონის ქურდი, რომელმაც შემდეგ განზრახვაზე ხელი აიღო, ქალბატონო თამარ, რადგან ქონება დავაბრუნე და სხვათა შორის ქალბატონი ემა ამასწინათ ვნახე და ეს ჩემი ნაფოფინები მიკროფონი იყო უკვე დაგლეჯილი და სად დადის ეს ქალი, არ ვიცი, რომელსაც სხვათა შორის, გაუკვირდება და მე დიდ პატივს ვცემ.

ქალბატონო თამარ, მიკროფონის ქურდად მე არ შევალ ისტორიაში, თქვენ კი შეხვალთ ისტორიაში როგორც მარიანნა, რომელიც მკერდ-მოღეღილი ცდილობს ქუჩაში რევოლუციის მოხდენას ლეიბებზე და ვერ გადააყირავა ეს მთავრობა დღემდე, ასე შეხვალთ თქვენ ისტორიაში. თუმცა, დღეს დაბადების დღე ჰქონია ქალბატონ თამარს, ქალბატონო თამარ გილოცავთ დაბადების დღეს, თან საიუბილეო თარიღია, უბრალოდ, ამ ასაკში რატომ გადაწყვეტენ ხოლმე ადამიანები პოლიტიკაში შემოსვლას, არ ვიცი, მაგრამ დღეს არ ვაწყენინოთ. ხელმოცარული პოლიტიკოსია ქალბატონი თამარი და რაკიღა დღეს დაბადების დღე ჰქონია, აქ შევჩერდები, სანთლების ჩარქობამდე არ მოისმინოს, მერე მოისმინოს ჩემი გამოსვლა,“- განაცხადა