ავტორი:

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა - რას აცხადებენ კლინიკაში?

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა - რას აცხადებენ კლინიკაში?

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. არაოფიციალური მონაყოლით, ძაღლი ჯერ პატრონს - შუახნის ქალს დაესხა თავს, შემდეგ კი - მის დასახმარებლად მისულ მეზობლებს.

როგორც გავარკვიეთ, სამივე მოქალაქე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ambebi.ge -ს შემდეგი განუცხადეს:

"ბოლო ექვსი თვეა პაციენტების შესახებ ინფორმაციას აღარ გავცემთ. რაც შეეხება პიტბულისგან დაგლეჯილ სამ ადამიანს, გიდასტურებთ, რომ ჩვენს კლინიკაში იყვნენ შემოყვანილები და ამ წუთის მონაცემებით, გაწერილები არიან".