ავტორი:

"მუცელი დაუგლიჯა ორს, შემდეგ ბიჭზე გაიწია... 7 ტყვია დაჭირდა პოლიციას, რომ პიტბული მოეკლათ" - თვითმხილველი ვარკეთილში მომხდარ შემთხვევას იხსენებს (ვიდეო)

"მუცელი დაუგლიჯა ორს, შემდეგ ბიჭზე გაიწია... 7 ტყვია დაჭირდა პოლიციას, რომ პიტბული მოეკლათ" - თვითმხილველი ვარკეთილში მომხდარ შემთხვევას იხსენებს (ვიდეო)

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სამივე მოქალაქე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ambebi.ge -ს შემდეგი განუცხადეს:

"ბოლო ექვსი თვეა პაციენტების შესახებ ინფორმაციას აღარ გავცემთ. რაც შეეხება პიტბულისგან დაგლეჯილ სამ ადამიანს, გიდასტურებთ, რომ ჩვენს კლინიკაში იყვნენ შემოყვანილები და ამ წუთის მონაცემებით, გაწერილები არიან".

თვითმხილველები "პალიტრავიდეოსთან" საზარელი ფაქტის დეტალებს იხსენებენ:

"გამოექანა და ერთ-ერთ ქალს დაესხა თავს, ამასობაში პატრონიც ამოვარდა. პიტბულმა ყელში იცის წვდომა და ყელში რომ უნდა წვდომოდა, ეს პატრონი გადაეფარა. ეს ძაღლი მოჰყვა პატრონსა და ამ ქალს შორის... მუცლის არე დაუგლიჯა ორივეს. შემდეგ ერთ-ერთი ბიჭი ამოვიდა და ძაღლი უკანა ფეხებით დაითრია, შემდეგ ამას ეცა...

უკვე დაგლეჯვა დაუწყო და პატრული მოვიდა... 7 ტყვია დაჭირდათ, რომ მოეკლათ. საშინელი სიტუაცია იყო. ბნელოდა, აქეთ დაგლეჯილი ქალები იყვნენ, იქით პიტბული ბიჭს გლეჯდა და პოლიციამ ძალიან ივაჟკაცა" - ამბობენ თვითმხილველები.

ნახეთ ვიდეო: