ავტორი:

ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"

ვინ არის ბრედ პიტის აზრით მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი - ჰოლივუდის ვარსკვლავი კანის მოვლაზე და ქალზე, რომელმაც "თავის მოვლა ასწავლა"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა და ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელმა მამაკაცმა ბრედ პიტმა დაასახელა მამაკაცები, რომლებიც მისი აზრით ყველაზე სიმპათიურები არიან. აღნიშნულის შესახებ ბრედმა Vogue-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბრედ პიტის აზრით, ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი პოლ ნიუმენი იყო. თანამედროვეთაგან კი მსახიობი თვლის, რომ ყველაზე მომხიბვლელის სტატუსს ჯორჯ კლუნი იმსახურებს.

"პირველი ვინც მახსენდება, პოლ ნიუმენია. ის სიბერეშიც კი ისეთი მოხდენილი იყო.. თანაც, ყველასთვისაა ცნობილი თუ როგორი განსაკუთრებული, კეთილი, თბილი და გულახდილი ადამიანი იყო ის.

თუ ვინმე თანამედროვე უნდა დავასახელო, მაშინ ჯორჯ კლუნის ვიტყოდი", - ამბობს პიტი.

გამოცემასთან საუბრისას, ჰოლივუდის ვარსკვლავმა კანის მოვლის საკუთარ ბრენდზე ისაუბრა, რომელიც სულ ახლახან დააფუძნა.

პიტის კანის მოვლის ხაზს Le Domaine Skincare ჰქვია და მათი ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია. პიტი იმაშიც გამოტყდა, თუ რომელმა ყოფილმა პარტნიორმა იქონია მის ახალ ბრენდზე გავლენა. მსახიობის თქმით, გვინეტ პელტროუ, მისი ყოფილი სიყვარული იყო ის, ვინც კანზე ზრუნვა ასწავლა: "ის ალბათ პირველი ადამიანი იყო, ვინც სახის დღეში ორჯერ დაბანას მიმაჩვია",- ამბობს ვარსკვლავი.

ბრედ პიტის კანის მოვლის საშუალებების კომპანია პროდუქტის დასამზადებლად "შატო მირავალის" ვენახების ყურძენს იყენებს, რომელიც მსახიობმა 2008 წელს ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად შეიძინა:

"ვიცი, რომ თითქმის ყოველდღე ჩნდება ახალი პროდუქტები, მაგრამ ვიზუალურად რომ არ დამენახა ჩემს კანზე სხვაობა, ამ ხაზის გამოშვებით თავს არც შევიწუხებდით", - აცხადებს მსახიობი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა