ავტორი:

"მამაო ავარიის დროს შვილს გადაეფარა და ერთი ბავშვი ასე გადაარჩინა... მეორე შვილი, რომელიც უკან იჯდა, გარდაიცვალა" - ქუთაისთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"მამაო ავარიის დროს შვილს გადაეფარა და ერთი ბავშვი ასე გადაარჩინა... მეორე შვილი, რომელიც უკან იჯდა, გარდაიცვალა" - ქუთაისთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი. დაშავდა ასევე გარდაცვლილი სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი.

ისინი ქუთაისში, კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილების ცხედრები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარს ძალიან განიცდის მოძღვარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე, რომელიც წლებია იცნობს გარდაცვლილ სასულიერო პირს და მის ოჯახს.

მამა სტეფანე მაღლაკელიძე:

- უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. მამა ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ეჯდა შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან: