ავტორი:

"რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები" - დმიტრო კულება სერგეი ლავროვზე

"რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები" - დმიტრო კულება სერგეი ლავროვზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომიდან ისევე სწრაფად გაიქცა, როგორც რუსი ჯარისკაცები გარბიან ბრძოლის ველიდან.

"შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - აღნიშნა კულებამ.

ცნობისათვის, მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე დაგვიანებით მივიდა, სხდომათა დარბაზი კი სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა.