საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შემდგომ ასპარეზობებში წარმატებას უსურვებს.
"ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი - ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“! - წერს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქ“ გვერდზე.