ავტორი:

ზივზივაძის საუცხოო პასი და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი - საქართველოს ნაკრები იგებს ანგარიშით: 2:0

ზივზივაძის საუცხოო პასი და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი - საქართველოს ნაკრები იგებს ანგარიშით: 2:0

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უპირისპირდება. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. მატჩის მიმდინარეობისას სტადიონი, ფაქტობრივად, გადაჭედილია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში დაწინაურდა - ხვიჩა კვარაცხელიას შეტევის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა მიოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინაეობს, რაცც გოლშიც აისახა. ბუდუ ზივზივაძის დრიბლინგის და საუცხოო პასის შედეგად გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს ნაკრები მატჩს იგებს, ანგარიშით: 2:0.