ავტორი:

"რაღაც ახალი“ - ბიძინა ივანიშვილის რძალმა იმიჯი შეიცვალა (ფოტოები)

"რაღაც ახალი“ - ბიძინა ივანიშვილის რძალმა იმიჯი შეიცვალა (ფოტოები)

მუსიკოს ბერა ივანიშვილის მეუღლემ სტილი შეიცვალა. ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში განსხვავებული სტილით გამოჩნდა. მილიარდერის რძალმა, რომელიც აქამდე გრძელ თმა ატარებდა, როგორც ფოტოებიდან ჩანს, თმა შეიჭრა. "რაღაც ახალი...“ - წერს ნანუკა. კომენტარებში მის მოკლე ვარცხნილობას უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა.

ბერა და ნანუკა, შვილთან - ბერუკასთან ერთად, საქართველოდან სამხრეთ კორეაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ამ ბოლო ხანს სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან. ბოლო ფოტოები წყვილმა ბრაზილიიდან გამოაქვეყნა, სადაც ზაფხული გაატარეს. მუსიკოსის მეუღლე ყოფილი მოდელია. მისი ახალი ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ის ძველ პროფესიას დაუბრუნდა ან უბრალოდ ახალი ვარცხნილობა ფოტოსესიით აღნიშნა.