ავტორი:

უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს - რას უკავშირდება გადაწყვეტილება: საგარეო უწყების განცხადება

უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს - რას უკავშირდება გადაწყვეტილება: საგარეო უწყების განცხადება

უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს და მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების ფაქტებს მოყვა.

"ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ რუსეთისადმი ირანული იარაღის მიწოდება და შემდგომ მისი რუსული ჯარების მიერ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისადმი იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს”, - ნათქვამის განცხადებაში.