ავტორი:

"ცრემლები ვერც მისმა დიდი ხნის მეტოქემ ვერ შეიკავა" - ლეგენდარულმა ფედერერმა კარიერა დაასრულა: ატირებული კოლეგები და მაყურებელი ჩოგბურთელის ბოლო მატჩზე

"ცრემლები ვერც მისმა დიდი ხნის მეტოქემ ვერ შეიკავა" - ლეგენდარულმა ფედერერმა კარიერა დაასრულა: ატირებული კოლეგები და მაყურებელი ჩოგბურთელის ბოლო მატჩზე

41 წლის ლეგენდარულ ჩოგბურთელს გულშემატკივარი დიდი ოვაციებით დაემშვიდობა. როჯერ ფედერერი, რომელსაც 20-ზე მეტი ტიტული ჰქონდა მოგებული, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. შვეიცარიელ ჩოგბურთელს კოლეგებიც და მაყურებელიც ემოციურად გამოემშვიდობა და ცრემლების შეკავება ყველას გაუჭირდა.

"ეს მშვენიერი დღე იყო. ბედნიერი ვარ და არა სევდიანი. აქ რომ მოვახერხე მოსვლა, ბედნიერი ვარ",- თქვა ფედერერმა. ის რაფაელ ნადალს და სხვა მოთამაშეებს ტირილით ეხუტებოდა, პარალელურად კი მაყურებელი ლონდონის O2 არენაზე როჯერის სახელს სკანდირებდა.

ცრემლებს ვერც ჩოგბურთელის დიდი ხნის მეტოქე, რაფაელ ნადალი იკავებდა.

"უამრავი წლის განმავლობაში ბევრი რამ გვაქვს ერთად გამოვლილი. როჯერის წასვლის შემდეგ, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც დამტოვებს",-თქვა ნადალმა.

საბოლოოდ, ფედერერმა და ნადალმა ძალები გააერთიანეს და ჯეკ სოკისა და ფრენსის ტიაფოს წინააღმდეგ დუბლი ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ ფედერერს წელიწადზე მეტია შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია, მაინც შესანიშნავად ითამაშა. მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი მოთამაშის 25 წლიან კარიერაში, ეს მისი 1750-ე და უკანასკნელი მატჩი იყო.

" შესანიშნავი თავგადასავალი იყო და რომ შემეძლოს, ისევ გავიმეორებდი ყველაფერს", - თქვა ფედერერმა, რომელიც ცრემლებით ემშვიდობებოდა კოლეგებს და ფანებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა