ავტორი:

"ჯიჯი და ლეო? - ეს უკვე ნამდვილი ამბავია... ისინი ძალიან ბედნიერები არიან" - რას წერს მედია ახალ ვარსკვლავურ წყვილზე

"ჯიჯი და ლეო? - ეს უკვე ნამდვილი ამბავია... ისინი ძალიან ბედნიერები არიან" - რას წერს მედია ახალ ვარსკვლავურ წყვილზე

კამილა მორონესთან გახმაურებული დაშორების შემდეგ, ოსკაროსან მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს უკვე ახალი სიყვარული ჰყავს და თუ დასავლურ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ის 27 წლის სუპერმოდელს, ჯიჯი ჰადიდს ხვდება.

ჯიჯი ჰადიდისა და დიკაპრიოს დაახლოების ამბავი ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ლეო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება და ამიტომ ჯიჯი მის ასაკობრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

გარდა იმისა, რომ ჰადიდი ასაკით ყველაზე უფროსია იმ ქალებს შორის, ვისთანაც ლეონარდოს რომანი ჰქონია, ამასთანავე, ის უკვე დედაა. აქამდე დიკაპრიოს არ ჰქონია ურთიერთობა ქალთან, რომელსაც შვილი ჰყავს. ჯიჯის ჯგუფ “One Direction”-ის ყოფილი წევრისგან, ზეინ მალიკისგან 2 წლის გოგონა ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 2021 წელს დაშორდა.

ლეოსა და ჯიჯის ურთიერთობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. იმჟამად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო ჰადიდით იყო დაინტერესებული. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კამილა მორონესთან დაშორებიდან მალევე, დიკაპრიო-ჰადიდის წყვილი კლუბში ერთადაც ნახეს.

ჭორების მიხედვით, დიკაპრიოს და ჰადიდის ურთიერთობა უკვე საკმაოდ სერიოზულია. "ჯიჯი და ლეო? - ეს უკვე ნამდვილი ამბავია", - განუცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ Entertainment Tonight-ს.

"ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ და ძალიან მოსწონთ ერთმანეთი. ყველაფერი კარგად მიდის და ორივე ბედნიერია", - ამბობს წყარო.

წყვილი ერთად ჯერ ნიუ იორკის მოდის კვირეულზე შენიშნეს. ხოლო ახლა მილანის მოდის კვირეულზე.

წყარო: marca.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა